Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მათ, ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და დაკავებულებით სპეკულირებენ, სამართლებრივთან ერთად მორალური პასუხისმგებლობაც ელით

მარშალ პრესი 11/10/2025
shalva papuashvili

მათ, ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და დაკავებულებით სპეკულირებენ, სამართლებრივთან ერთად მორალური პასუხისმგებლობაც ელით,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, ყველამ იცოდა, რომ ქვეყანას ქაოსისთვის სწირავდნენ. იცოდნენ და მაინც მივიდნენ. მისი თქმით, ნეპალი ვერ შედგა. სისხლი ვერ დაიღვარა. ქვეყანა ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას გადაურჩა. ქვეყნის მომავლის დამამხობლები დამარცხდნენ.

„ყველამ ყველაფერი იცოდა.

იცოდნენ, რომ ოთხში ოთხ საათზე ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდნენ. იცოდნენ რომ, თუ მიზანს მიაღწევდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ, თავის შავ სიებს ამოიღებდნენ და სულ სახელ-სახელ გაივლიდნენ ვინ რომელ ბოძზე ჩამოეკიდათ და ვის ოჯახს სად მივარდნოდნენ.

კედელთან მიაყენებდნენ მათ სამიზნეებსაც და ყველას, ვინც მათ გამოესარჩლებოდა. ერთნი იმოქმედებდნენ, მეორენი ტაშს დაუკრავდნენ, მესამენი მობილურით გადაუღებდნენ. ზიზღი ხომ საკუთარ ლეგიტიმურ უფლებად მიაჩნიათ.

ეს იცოდა ოთხში ოთხ საათზე შეკრებილმა თითოეულმა ადამიანმა – პოლიტიკოსმაც და ენჯეოშნიკმაც, ზრდასრულმაც და ახალგაზრდამაც, ექიმმაც და ინჟინერმაც. იცოდნენ, რომ ქვეყანას ქაოსისთვის სწირავდნენ. იცოდნენ და მაინც მივიდნენ.

ნეპალი ვერ შედგა. სისხლი ვერ დაიღვარა. ქვეყანა ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას გადაურჩა. ქვეყნის მომავლის დამამხობლები დამარცხდნენ.

ყველას ჰქონდა არჩევანი – აჰყოლოდა ან არ აჰყოლოდა, მისულიყო ოთხში ოთხზე ან არ მისულიყო, ესროლა პოლიციელისთვის ქვა ან არ ესროლა, შევარდნილიყო პრეზიდენტის სასახლეში ან არ შევარდნილიყო. ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა.

ყველა არჩევანს თავისი შედეგი აქვს. ვისაც არჩევანის გაკეთების სითამამე ჰყოფნის, მისი შედეგის მიღების სითამამეც უნდა ეყოს.

მათ კი, ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და დაკავებულებით სპეკულირებენ, სამართლებრივთან ერთად, მორალური პასუხისმგებლობაც ელით,” – წერს პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: უცხოეთიდან საქართველოს მიმართ ორი მიდგომა შეინიშნება. ერთი-საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლებიც აღიარებენ საქართველოს პროგრესს და მეორე- ევრობიუროკრატების განცხადებები, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას
Next: ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში – „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ევროკავშირის ლგბტქ+ ახალ სტრატეგიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.