Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმი მარტივად შესაფასებელია, მაგრამ ევროპელი ლიდერები ვერ გმობენ, რადგან ნაწილი არიან „დიფ სთეითის“ და დაგმობა დავალება არ არის

მარშალ პრესი 11/10/2025
mikheil kavelashvili

პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმი მარტივად შესაფასებელია, მაგრამ ევროპელი ლიდერები ვერ გმობენ, რადგან ნაწილი არიან „დიფ სთეითის“ და დაგმობა დავალება არ არის, – განაცადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

„დარწმუნებული ვარ, ე.წ. ევროპელ ბიუროკრატებს, სანდუს და ასე შემდეგ, წინასწარ ჰქონდათ გამზადებული ტექსტები, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინათ, რადგან ყველასთვის ცნობილი იყო, რომ 4 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო „მშვიდობიანი დამხობა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ყაველაშვილის თქმით, მარტივია, ევროპელმა ლიდერებმა დაგმონ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმი, თუმცა ამას არ აკეთებენ.

„მერამდენედ აიძულებენ, რომელიმე გამოვიდეს და დაგმოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმი, ძალადობრივი ქმედება. ეს ხომ მარტივია? მით უმეტეს ევროპელი ლიდერი, ევროპარლამენტარი როცა გქვია, ხომ მარტივად შესაფასებელია? ეს უნდა დაგმო, მაგრამ ვერ გმობენ, რადგან ნაწილი არიან ამ პროექტის, „დიფ სთეითის და დავალება არ არის, რომ დაგმოს. თუ იქნება დავალება, აუცილებლად დაგმობს. სინდრომზე როცა არის საუბარი და არსებულ რეალობას სხვა თვალით უყურებ, ესე იგი, არ ხარ ობიექტური და გულწრფელი. ამის რამდენი მაგალითი გვაქვს. ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია, როგორია ევროპული, ევროკავშირის ქვეყნების რუსეთთან ურთიერთობა.

თუ არ ვცდები, 40 პროცენტამდეა გაზრდილი საფრანგეთის ენერგოვაჭრობის თემები, ლატვიის დეპუტატები აქ ჩამოდიოდნენ, პირდაპირ ერეოდნენ ჩვენს შიდა საქმეებში და ომის წლებში რუსეთთან მიმართებით ლატვიის სასმელების ექსპორტი არის გაზრდილი. ეს უნამუსო ადამიანები, ერთ კითხვაც ვერ გაბედეს აქ წარმოდგენილმა ოპოზიციამ, არასამთავრობოებმა, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, იუთუბერებმა, ვინც არიან მათი მეხოტბეები, როცა ქვეყანას სანქციებზე შეერთებას მოუწოდებდნენ. დეკანოიძე იჯდა სხვა ქვეყნის ტელევიზიაში და პირდაპირ ბრალს სდებდა თავის ქვეყანას, შავი ხვრელები აქვთო და ასე შემდეგ. ეს არ დამტკიცდა, ჩამოსული იყვნენ ბრიტანელი, ამერიკელი შემფასებლები და განაცხადეს, რომ საქართველოსგან არაფერი ხდება. ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ დასვას საპირისპირო კითხვა, თქვე დალოცვილიშვილებო, ჩემს ქვეყანას რომ მოუწოდებ, სანქციები დაუწესოს რუსეთს, თქვენ რატომ ვაჭრობთ რუსეთთან? სად არის ლოგიკა? ტრამპმა მოუწოდა, ვიდრე რუსეთთან თქვენი ვაჭრობა არ შეჩერდება, პროგრესი ვერ იქნებაო. წინა ხელისუფლება პატიოსან ადამიანებში ეძებდა დამნაშავეს, ჩვენ დამნაშავეში ვეძებთ ადამიანებს. დაჭერა არავის გვიხარია, ეს განცდა არავის გვაქვს, ჩვენ ჯერ ადამიანები ვართ და შემდეგ ხელისუფალი, მაგრამ სიმკაცრე აუცილებელია, როცა ძალადობაზე მიდიხარ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: გიორგი ჩახუნაშვილი ჩემი კლინიკის თანამშრომლებს მარხავდა ცოცხლად, რომ დასაჭერები, მკვლელები და მოსაკლავები ვიყავით, როცა მიშა “კვდებოდა” და თვითონ რომ შეეხო, იქ ატყდა ერთი ამბავი, ამიტომ, ემპათიის განცდა ამ კაცის მიმართ არ მაქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.