Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მომავალი წლის ბიუჯეტშიც ხარჯების დაახლოებით ერთი მესამედი კვლავ სოციალური დანიშნულებით იქნება მიმართული

მარშალ პრესი 10/10/2025
eka sepashvili

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილის, ეკა სეფაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტშიც ხარჯების დაახლოებით ერთი მესამედი სოციალური დანიშნულებით იქნება მიმართული.

„მომავალი წლის ბიუჯეტშიც ხარჯების დაახლოებით ერთი მესამედი კვლავ სოციალური დანიშნულებით იქნება. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს საქართველოში, მათ შორის გზების მშენებლობა, წყალგაყვანილობის სისტემები, ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაცია – მშენებლობა და ა.შ.
ბიუჯეტის განხილვისას აქტიურად შევეხეთ იმ პრობლემებს, რომლებიც საზოგადოების წინაშე დგას და რომელთა გადასაჭრელად ბიუჯეტიდან გამოყოფილია გარკვეული თანხები,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა

Post navigation

Previous: სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით,პროკურატურა ექიმ გიორგი ჩახუნაშვილისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს
Next: პენიტენციურ დაწესებულებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები პაატა ბურჭულაძესა და მურთაზ ზოდელავას დაკითხვა მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.