IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით წერს:

“გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე, არის ძალიან მაგარი კაცი. სერიოზული იურისტი – შეარჩია ძალიან მაგარი ექსპერტი. სწორად დაალაგა თემა და ზუსტად იმ დროს გააკეთა განცხადება, რა დროსაც ამ განცხადებას წონა ექნებოდა.

ჰოდა, ამისთანა პროფესიონალი გულშემატკივრობს შაქარაშვილის საქმეს და იქ იდიოტების ქექვა და ეს ფარისევლური გულშემატკივრობა პოლიტიკურად ანგაჟირებული და დაბოღმილი ტიპების მხრიდან, თან ამ კაცის – მირიანის ბულინგი და თათხვა – ძალიან გულისამრევად გამოიყურება.

იცის ამ კაცმა საქმე და მიიყვანს კიდეც ბოლომდე. არ გვინდა ახლა იმის ძახილი, რომ შაქარაშვილის საქმე ამ ბინძური მედიაკამპანიის გარეშე ვერ გაიხსნებოდა.
იმ ადვოკატებმა იკითხონ, ერთი ადგილი რომ ათამაშეს და ამდენი სიბინძურე აფრქვევინეს უდანაშაულო ადამიანების და მათ შორის შაქარაშვილის ბიძის მისამართით. ყველას არ ვგულისხმობ. არის ორიოდე, ძალიან მწყრალად ადვოკატის ეთიკასთან”– წერს ლელა კურდღელაშვილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება