Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ევროკომისიის პრესსპიკერი საქართველოს უყურებს, როგორც ევროკავშირის კოლონიას – მისი განცხადება ყოვლად ამორალურია

მარშალ პრესი 10/10/2025
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები „აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან“ არის ინსპირირებული მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და ჰიპერის განცხადებას ყოვლად ამორალური უწოდა. მისი თქმით, ევროკომისიის პრესსპიკერი საქართველოს უყურებს, როგორც ევროკავშირის კოლონიას. „ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება ყოვლად ამორალურია და არ შეეფერება ისეთი მაღალი პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტის, როგორიც ევროკომისიაა სულისკვეთებას და განწყობას. ევროკომისიის პრესსპიკერი საქართველოს უყურებს, როგორც ევროკავშირის კოლონიას. მისი განცხადება აბსოლუტური უტიფრობაა და იმიტომ ბედავს ასეთი განცხადების გაკეთებას, რომ ალბათ იცის, ამის გამო არ დაისჯება. განცხადება სავსეა ცილისწამებით, ტყუილით, მანიპულაციებით. ერთი სიტყვაც არ არის თქმული იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლის მცდელობა, რაც ყველაზე ქვეყანაში დასჯადია,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: მოძალადე “ჟურნალისტისთვის”, მზია ამაღლობელისთვის, კრიმინალი ნიკა გვარამიასთვის, უსინდისობისთვის პატიმრებისგან სამართლიანად ნაგინები ექს-ომბუდსმენი ნინო ლომჯარიასთვის “პრიზების” გადაცემა ადასდტურებს, თუ რა ჭაობშია “დიპ სთეითი”
Next: ერის ღირსების საკითხია, ბაჩო ახალაია იყოს მარადიულად დევნილი ქართველი ხალხისგან, არ უნდა ჰქონდეს მოსვენება არსად – მაგისთვის მაქსიმუმი უნდა იყოს სახლში მშვიდად ყოფნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.