Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რადიკალების მხრიდან ანტიკონსტიტუციური ქმედებების შემდეგ პოლიტიკური უტიფრობის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ, როდესაც ჯერ „ევროპის სახალხო პარტიამ“ მოძალადედ „ქართული ოცნება“ გამოაცხადა, ხოლო, ევროკავშირის პრეს-სპიკერმა მმართველ გუნდს რუსული პროპაგანდის წარმოებაში დასდო ბრალი

მარშალ პრესი 10/10/2025
giorgi grdzelishvili

7 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოხატა ჩვენი პოლიტიკური გუნდის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ორგანიზებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა არც ერთ ევროპულ ქვეყანას, მათ შორის, არც ამერიკის ახალ ადმინისტრაციას არ დაუგმია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალების მხრიდან 4 ოქტომბერს ჩადენილი ანტიკონსტიტუციური ქმედებების შემდეგ, დაგმობის ნაცვლად, პოლიტიკური უტიფრობის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ როგორც „ევროპის სახალხო პარტიის“, ისე ევროკავშირის პრესსპიკერის მიერ.
გრძელიშვილის განცხადებით, ამ პროცესების პარალელურად, მსჯავრდებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა.

„უფრო მეტიც, რადიკალების მხრიდან ანტიკონსტიტუციური ქმედებების შემდეგ არათუ დაგმობა, არამედ, ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური უტიფრობის მორიგი გამოვლინება, როდესაც ჯერ ევროპის სახალხო პარტიამ 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებში მოძალადედ „ქართული ოცნება“ გამოაცხადა, ხოლო ევროკავშირის პრეს-სპიკერმა მმართველ გუნდს რუსული პროპაგანდის წარმოებაში დასდო ბრალი.
ამ პოლიტიკური პროცესების პარალელურად, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელს, რომელიც მსჯავრდებულია ძალადობის ფაქტზე საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და მისჯილი აქვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტისა და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის პარტნიორობით დაწესებული მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა,“ – აღნიშნა გიორგი გრძელიშვილმა.

 

Post navigation

Previous: ადამიანები, რომლებიც მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად, დღეს ცდილობენ, რომ სხვადასხვა მიზეზით თავი დაიძვრინონ – პროფესორმაც, ექიმმაც, სტუდენტმაც, ყველამ იცოდა სად მიდიოდა, ყველა იყო გაფრთხილებული და ჩვენი პოლიტიკური გუნდი კანონს, რა თქმა უნდა, აღასრულებს
Next: გიორგი გრძელიშვილი ამაღლობელზე: გადაწყვეტილება, რომ გმირის ჯილდო გადასცენ დამნაშავეს, რომელიც მიზანმიმართულად თავს დაესხა პოლიციელს, წარმოადგენს მორიგ უტიფრობას, დაცინვას ქართული საზოგადოების, თავისუფალი სიტყვის და მედიის მიმართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.