Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ცხადია, არავის დაუჯერებია, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით თითქოს საკანში ბაჩიაშვილს სცემეს – ერთმა ფულზე დახამებულმა ჩინოვნიკმა, როგორც ჩანს, კორუფციული გარიგების შემდეგ საშუალება მისცა ბაჩიაშვილს, რომ ეს სპექტაკლი დაედგა

მარშალ პრესი 09/10/2025
zurab kadagidze

ნათელი ხდება თუ რაც მოხდა – ერთმა სულგაყიდულმა და ფულზე დახამებულმა ჩინოვნიკმა, როგორც ჩანს, კორუფციული გარიგების შემდეგ საშუალება მისცა ბაჩიაშვილს, რომ ეს სპექტაკლი დაედგა, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სუს-ის მიერ პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ქემოკლიძის დაკავებას. ქადაგიძის განცხადებით, ქემოკლიძემ, სავარაუდოდ კორუფციული გარიგების შემდეგ, საშუალება მისცა ბაჩიაშვილს, რომ ეს სპექტაკლი დაედგა.

მისივე თქმით, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ქმედებამ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რადიკალებს მანიპულაციის, ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფო ინსტიტუციებისათვის ტალახის სროლის საშუალება მისცა. “თავისთავად ცხადია, არავის დაუჯერებია ის პროპაგანდისტული მესიჯი, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით თითქოს საკანში გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს.

ეს უნიჭო ზღაპარი რომ დადგმული იყო, მე პირადად ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე არაფრის მტკიცების საშუალება არ არსებობდა. ახლა კი ნათელი ხდება თუ რაც მოხდა – ერთმა სულგაყიდულმა და ფულზე დახამებულმა ჩინოვნიკმა, როგორც ჩანს, კორუფციული გარიგების შემდეგ საშუალება მისცა ბაჩიაშვილს, რომ ეს სპექტაკლი დაედგა. თუ რა ამბები მოყვა ბაჩიაშვილის ვითომ და ცემას, კარგად გემახსოვრებათ. არ დარჩენილა ნაცმედიის არც ერთი საშუალება, რომ ამ დადგმული ზღაპრისგან სკანდალი არ გამოეცხოთ. სამწუხაროა, რომ ქემოკლიძის მსგავსი კრიმინალი მაღალ თანამდებობას იკავებდა პენიტენციურ სამსახურში, რადგან მისმა ქმედებამ გარკვეული პერიოდი მისცა რადიკალებს მანიპულაციის, ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფო ინსტიტუციებისათვის ტალახის სროლის საშუალება. დაისაჯოს უმკაცრესად!!!” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: სწორედ ასეთ ლაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანებზე ნადირობდა გაერთიანებული ნაცლიბერდებილობა და იყენებდა საზარბაზნე ხორცად
Next: პრეზიდენტის სასახლესთან რაც ვნახეთ, იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობის მცდელობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.