Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

აშშ-ის ხელისუფლება აპირებს მოძრაობა „ანტიფას“ სრულად განადგურებას – ამერიკის მთავარი პროკურორი

მარშალ პრესი 09/10/2025
pam bondi1

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის პემ ბონდის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება აპირებს მოძრაობა „ანტიფას“ სრულად განადგურებას, რომელიც პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ადრე ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

პროკურორის განცხადებით, ისინი მოძრაობის მთლიანად დაშლას აპირებენ, რადგან ამერიკელები აღარ შეეგუებიან მათ სისასტიკესა და ძალადობას.

„ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ქუჩებში ნანახი ძალადობრივი დამნაშავეების დაპატიმრებით შევჩერდეთ. დანაშაულთან ბრძოლა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქუჩებიდან ბოროტმოქმედების გათავისუფლება. საქმე ორგანიზაციის აგურ-აგურ დაშლას ეხება. ისევე, როგორც კარტელების შემთხვევაში გავაკეთეთ, ჩვენ იგივე მიდგომას გამოვიყენებთ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა „ანტიფას“ წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენა. ჩვენ მთელ ორგანიზაციას თავიდან ბოლომდე გავანადგურებთ. ჩვენ მათ დაშლას ვაპირებთ. თქვენი გაბედული ლიდერობისა და „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების წყალობით, რაც ისინი სინამდვილეში არიან, ამერიკელები აღარ შეეგუებიან მათ სისასტიკესა და ძალადობას“- განაცხადა პროკურორმა.

Post navigation

Previous: ბოიკოტი არარელევანტური გახდა, შესაბამისად – “რვიანმა” თავი ამოწურა – თამარ ჩერგოლეიშვილი
Next: ხელის გულზე დევს, რომ სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან იყო დაგეგმილი – შალვა პაპუაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.