გუდიაშვილის მოედანზე დაახლოებით 200 მესაკუთრეა, აუცილებელი პირობაა, რომ მესაკუთრეს კვადრატულობა არ დაეკარგოს – ლევან ჯღარკავა

322
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

გუდიაშვილის მოედანზე დაახლოებით 200 მესაკუთრეა. ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ფართის კონსტრუქციული ნაწილი შეიცვალოს, თუმცა აუცილებელი პირობაა, რომ მოსახლეს უნდა ჩაბარდეს ზუსტად იმდენი კვადრატული მეტრი, რაც ეკუთვნის, – ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელი პირობაა, რომ მესაკუთრეს კვადრატულობა არ უნდა დაეკარგოს.

„ყველა კონტრაქტზე ხელშეკრულებას ვდებთ, სადაც წინასწარ ვაცნობთ მოსახლეს პროექტის ნაწილს. ხშირ შემთხვევაში გამაგრება სხვა საშუალებას არ გაძლევს, უნდა შეიცვალოს კონსტრუქცია, მაგრამ აუცილებელი პირობაა, რომ მესაკუთრეს კვადრატულობა არ დაეკარგოს. ეს ძალიან რთული პროცესია. მეტსაც გეტყვით, იყო რაღაც არეალები დაგეგმილი და ერთი მოსახლის ხელის არ მოწერის გამო ის პროექტი საერთოდ ჩაიშალა. სამწუხაროდ, ასეთი არაერთი მაგალითი გვაქვს“, – განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ხდება მისი იერსახის შენარჩუნება.

„კადეტთა კორპუსის ისტორია არის საინტერესო, რომელიც 1871 წლიდან იწყება. თავიდან ის სამხედრო სასწავლებელი იყო. 1882 წელს გადაკეთდა და მიიღო კადეტთა კორპუსის სტატუსი. ძალიან მნიშვნელოვანი შენობაა, მე-19 საუკუნის, სადაც ვინარჩუნებთ ყველაფერს, რისი შენარჩუნებაც შეიძლება. ცოტა რთული პროცესი გახლდათ, რადგან ფართის 90 მესაკუთრეა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რაც დასმული იყო, ჩვენი, როგორც დამკვეთისა და შემსრულებელი კონტრაქტორის მიერ, ის იყო, რომ შენარჩუნებული იყოს ყველა ის ავთენტური წყობა, რომლის შენარჩუნებაც შეიძლებოდა. თავიდან ბოლომდე იცვლება გადახურვის მასალა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ძველი სახე, რაც იყო“, – განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება