Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვპირდებით საზოგადოებას, რომ ყველა მიმართულებით ბევრი სიკეთე შევა თითოეულ მუნიციპალიტეტში, ამით ქნება გამორჩეული შემდეგი ოთხი წელი, მთლიანად ვიქნებით კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე

მარშალ პრესი 07/10/2025
irakli kobakhidze2

არჩევნებში კიდევ ერთხელ მივიღეთ მაღალი ნდობა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ქართველ ხალხს და ხაზს ვუსვამთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომელიც დაგვეკისრა ამ ნდობის საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყნის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

„სამი წელი გვაქვს, რომელიც არის არჩევნებისგან თავისუფალი და ამ პერიოდის განმავლობაში გვექნება იმის შესაძლებლობა, მთლიანად ვიყოთ გადართული ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პირდაპირი გაგებით ქვეყნის აღმშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეროვნულ დონეზეც გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. ძალიან მალე ვაპირებთ უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაციას, ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვნად და ფუნდამენტურად გაიზრდება ეფექტიანობა პროექტების დაგეგმვა-განხორციელების კუთხით და არაერთი ძალიან ამბიციური პროექტი გვაქვს ინიცირებული, ბოლომდე მისაყვანი და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ. ადგილობრივ თვითმმართველობას რაც შეეხება, მუდმივად იზრდება მათი შემოსავლები, რაც იძლევა მეტი პროექტის განხორციელებისა და სოციალური პროგრამების გაფართოების საშუალებას. მართვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით აქაც არის დიდი რესურსი და ამით იქნება დაკავებული რეგიონული განვითარების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ა.შ. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ყველა მიმართულებით ბევრი სიკეთე შევა თითოეულ მუნიციპალიტეტში, თითოეულ სოფელში, თითოეულ ქალაქში. ამით ქნება გამორჩეული შემდეგი სამი წელი და შემდეგი ოთხი წელი, ვგულისხმობ თვითმმართველობის უფლებამოსილების ვადას. მთლიანად ვიქნებით კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ფორუმებზე პირად ურთიერთობებში ლიდერები არიან ძალიან პოზიტიურად განწყობილი, ეს მოხდა ბოლო შემთხვევაშიც და ეს განწყობა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული იყო, მთავარია, ეს განწყობები გადაიზარდოს რეალურად პოლიტიკური კუთხით ურთიერთობების გადატვირთვაში
Next: ეს იყო ჩვენთვის მე-10 საიუბილეო გამარჯვება – 2012 წლიდან მეათედ მოვიგეთ საერთო ეროვნული არჩევნები, ყველა არჩევნები დასრულდა არა მარტო „ქართული ოცნების“ გამარჯვებით, არამედ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.