
“ლელო” ცესკოს მიერ დათვლილი ხმების რაოდენობას ეთანხმება. კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ, რომელიც “ლელო – ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად იყო წარმოდგენილი, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში მადლობა გადაუხადა 40 ათასამდე თბილისელს, რომელმაც მას არჩევნებში მხარი დაუჭირა. “
მადლობა 40 ათასამდე თბილისელს, რომელიც მოვიდა, ხმა მომცა და მხარი დამიჭირა ამ პროცესში”- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.