Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ძალიან გაგვიჭირდება, დავადასტუროთ, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან

მარშალ პრესი 06/10/2025
dimitri cqitishvili

პროვოკაციაზე წამოაგეს და ძალიან გაგვიჭირდება, დავადასტუროთ, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან, რადგან თვითონვე შექმნეს მათი დაპატიმრების ლეგიტიმური საფუძველი, – ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, ჯერჯერობით, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ან პარტნიორს არ გაუკეთებია პირდაპირი განცხადება, რომ გუშინდელი დაპატიმრებულები პოლიტპატიმრები არიან.

„პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევთ, რომ ძალადობრივად იმოქმედონ და ვიღაცები დაიჭირონ. ეს ლეგიტიმაცია მოიპოვეს, ამ პროვოკაციაზე წამოაგეს, ეს პროვოკაცია აძლევთ მათ საშუალებას და ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ, დავადასტუროთ, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან, რადგან თვითონვე შექმნეს მათი დაპატიმრების ლეგიტიმური საფუძველი. ამ პროვოკაციით შეიქმნა. ძალიან რთულია, ასე მარტივი არ არის. რამხელა ბრძოლა დაგვჭირდა, რომ საერთაშორისო აღიარება ყოფილიყო იმ პოლიტპატიმრების,  რომლებიც არიან. მართლა უზარმაზარი ბრძოლა იყო მაშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ოპოზიციასა და ხელისუფლების რეჟიმის მომხრეებს შორის, უზარმაზარი ბრძოლა მოვიგეთ, რომ დაფიქსირებულიყო და დარქმეოდა ამას ყველას პოლიტპატიმარი. დღეს ძალიან რთული იქნება ამის გამეორება და ჯერჯერობით, რაც მე ვიცი, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ან ჩვენს პარტნიორს ასეთი პირდაპირი განცხადება, რომ გუშინდელი დაპატიმრებულები პოლიტპატიმრები არიან, არ გაუკეთებია, ეს პრობლემურია“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

Post navigation

Previous: მადლობა ამ ვაჟკაც ბიჭს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც, გუშინ, პრეზიდენტის სასახლეს გარე დავალებით მოქმედი მოძალადეების თავდასხმისგან იცავდა
Next: სააკაშვილის ნაც. მოძრაობა საბოლოოდ დასრულდა – ლევან მამალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.