
საკუთარ სახეს აჩვენებენ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის უცხოელები, კონკრეტული დიპლომატები. კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული სტრუქტურების წარმომადგენლები პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდნენ იმ აქციას, რომლის გაცხადებული მიზანიც იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამას საზიგადოება ხედავს.
„ისინი დღეს დუმან, მიუხედავად პასუხისმგებლობისა, რომელიც ეკისრებათ საკუთარი პირვანდელი პოზიციიდან გამომდინარე. ამას საზოგადოება ხედავს და აფასებს“, – განაცხადა კობახიძემ.