IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ბათუმის მერიაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ლაშა კომახიძე გადადგა.  ქალაქის  მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომახიძეს გადადგომის შესახებ განცხადება დაწერილი არ აქვს.

„მერს გადადგომის შესახებ განცხადება არ აქვს დაწერილი და უახლოეს დღეებში გააკეთებს განმარტებას“,- აცხადებენ პრესსამსახურში.

თავად ლაშა კომახიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ცნობისთვის, დღეს მედიაში ბათუმის მერის გადადგომის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება