Skip to content
07/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საერთაშორისო დამკვირვებელი კატალინ ჩობორი: დავესწარით საარჩევნო უბნის გახსნას, ყველაფერი წესრიგშია. საქართველოს ძალიან კარგი და საინტერესო საარჩევნო სისტემა აქვს

მარშალ პრესი 04/10/2025
katalin chobori

საქართველოში სადამკვირვებლო მიზნით ჩამოვედი, დავესწარით საარჩევნო უბნის გახსნას, ყველაფერი წესრიგშია, – განაცხადა უნგრეთის პარლამენტის წევრმა კატალინ ჩობორმა.

„საქართველოს ძალიან კარგი და საინტერესო საარჩევნო სისტემა აქვს. იმედი მაქვს, რომ დღეს ყველაფერი კარგად ჩაივლის“, – აღნიშნა კატალინ ჩობორმა.

საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.

ცესკოს მონაცემებით, რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან. მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.

დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

Post navigation

Previous: საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია
Next: არჩილ ნიჟარაძე: თითოეული მოქალაქის მონაწილეობა არჩევნებში წარმოადგენს დემოკრატიისადმი ერთგულებისა და ხალხის ნების პატივისცემის საუკეთესო გამოხატულებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.