Skip to content
03/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 03/10/2025
gelenidze

ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს ეხმაურება.

„2020 წლის იანვრიდან, 2023 წლის ოქტომბრამდე ვიკავებდი ენერგეტიკული და სატრანსპორტო აქტივების მფლობელი და მმართველი ჰოლდინგური კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას და ჯგუფში შემავალ ენერგეტიკული კომპანიებს ვმართავდი.

მას შემდეგ, რაც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე, დასაქმებული იყო ჩვენს ორგანიზაციაში – თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანია „თელმიკოში“ რიგით იურისტად, ჩავთვალე, რომ მისი კვალიფიკაციის, მეტად სარგებლიანად გამოყენება იყო შესაძლებელი, სხვადასხვა კომპანიების ზედა რგოლის მენეჯმენტში, მათ შორის კერძო მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო კომპანიაში. სწორედ ამ წინადადებით მივმართე მას 2022 წლის ზაფხულში, რაზეც როგორც განმიმარტა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უარი უნდა ეთქვა, რადგან სრული დატვირთვით ვერ დაიკავებდა შეთავაზებულ პოზიციებს, იქვე განხილული იყო კოვიდ-19 -ის რეგულაციების შესაბამისად, დისტანციურ რეჟიმში გარკვეულ პროექტებში ჩართვა. ამ შეხვედრის შემდეგ, დიალოგი აღარ გაგრძელებულა. სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკის“ გენერალურ დირექტორად კი 2023 წლის ოქტომბერში დავინიშნე – ამ საუბრიდან, თითქმის წელიწად ნახევრის შემდეგ.

ბესარიონ ალავიძის მიერ, „ქართუ ბანკის“ და ჩემი სახელის კონკრეტულ კონტექსტში და პერიოდში მოხსენიება არის სიცრუე“, – ნათქვამია ზურაბ გელენიძის განცხადებაში.

Continue Reading

Previous: გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, ფუჭად ნუ აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა მრავალი წლით – ირაკლი კობახიძე
Next: ჩვენ ძალიან დიდი წყვეტის შემდეგ შევძელით მოგვემზადებინა პროგრამა იმისათვის, რომ სასკოლო პროცესში შესაძლებელი ყოფილიყო საღვთო სიტყვის სასულიერო პირის მიერ შეტანა და ქადაგება – ეს არის საუკეთესო, რაც შეიძლებოდა ეკლესიასა და სახელმწიფოს ერთობლივად გაეკეთებინათ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025