Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

PACE-ს დეპუტატი, რომელიც თავად აკვირდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, აცხადებს, რომ ვერ აღმოაჩინეს მასშტაბური გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც არჩევნების შედეგების გაუქმებას გამოიწვევდა

მარშალ პრესი 03/10/2025
zaal anjaparidze

მაშინ როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეპუტატი, რომელიც თავად აკვირდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, აცხადებს, რომ ვერ აღმოაჩინეს მასშტაბური გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც არჩევნების შედეგების გაუქმებას გამოიწვევდა, PACE (უფრო სწორად მისი ერთი პატარა ჯგუფი) ჯიუტად ამტკიცებს საპირისპიროს და ეხლა ცდილობს მუნიციპალური არჩევნების დისკრედიტაციას, გასაგებია რა მიზნითაც – ბრალი დასდონ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, 2024 წლის არჩევნები ცესკოს კარგი ადმინისტრირებით ჩატარდა, რამაც დარღვევების მინიმიზაცია მოახდინა, აღიარა ყველა წესიერმა დამკვირვებელმა. იგივე პრაქტიკა იქნება ეხლაც, მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით.

„მუნიციპალური არჩევნების წინ ევროკავშირმა აქაურ რადიკალურ ოპოზიციას მორიგი მაშველი რგოლი შეაშველა, და სამიზნედ თავად არჩევნები ამოიღო.
თუმცა, თავადვე ჩავარდნენ დიდ აბსურდში.

მაშინ როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეპუტატი, რომელიც თავად აკვირდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, აცხადებს, რომ ვერ აღმოაჩინეს მასშტაბური გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც არჩევნების შედეგების გაუქმებას გამოიწვევდა, PACE (უფრო სწორად მისი ერთი პატარა ჯგუფი) ჯიუტად ამტკიცებს საპირისპიროს და ეხლა ცდილობს მუნიციპალური არჩევნების დისკრედიტაციას, გასაგებია რა მიზნითაც – ბრალი დასდონ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში.

ამ ხაზში ჯდება მდიდარი ენჯეოების მიერ შეთქმულებივით, არჩევნებზე დაკვირვებაზე დემონსტრაციული უარი. რომ მერე “გაყალბებაზე” აყვირდნენ. მოკლედ, დღესავით ნათელია ყველაფერი

ის რომ 2024 წლის არჩევნები ცესკოს კარგი ადმინისტრირებით ჩატარდა, რამაც დარღვევების მინიმიზაცია მოახდინა, აღიარა ყველა წესიერმა დამკვირვებელმა. იგივე პრაქტიკა იქნება ეხლაც, მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით.

ადრე თუ გვიან, PACE-ს მოუწევს საქართველოსთან მიმართებაში ამჟამინდელი მანკიერი პოზიციების შეცვლა.
Ps. პირველივე კომენტარში ნახავთ, რომ PACE -ს ანტიქართული რეზოლუციის მიღება პრაქტიკულად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა და PACE-ს 612 წევრიდან მას მხარი მხოლოდ 61-მა დაუჭირა.“ – წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: კახა კალაძის მიმართვა თბილისელებს
Next: ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი ბრიფინგი 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.