IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველომ დიდი სამუშაო გასწია და დამსახურებულად ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად  მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წარმატებით გაუმკლავდნენ კორონავირუსს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრაზე ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ განაცხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებიც განიხილეს. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოში ჩეხეთის საელჩოს მიერ შეტანილ წვლილს და მის მხარდაჭერას ფასდაუდებელი და მნიშვნელოვანი უწოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სფეროსა და ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის, „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ წარმომადგენლები.შეხვედრაზე ორი ახალი პროექტი წარმოადგინეს: „გზა სახლისკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“ და „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში (II ფაზა)“. როექტებს ჩეხეთის განვითარების სააგენტო დაახლოებით ორი მილიონი ევროთი აფინანსებს.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება