Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

FBI-ის დირექტორი კეშ პატელი: თუ გვსურს, დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდობა, მეტად უნდა ჩავერთოთ სოციალურ მედიასა და ონლაინ პლატფორმებზე ზედამხედველობაში, რადგან სწორედ აქ ხდება ამ ადამიანების რადიკალიზაცია

მარშალ პრესი 03/10/2025
untitled-design-71
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კეშ პატელმა განაცხადა, რომ სოციალური მედია უკიდურესად უკონტროლოა და ქვეყანაში ჭარბადაა გავრცელებული მატყუარა სათაურები, ე.წ. „ქლიქბეითი“.

FBI-ის დირექტორი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების დასაცავად, აუცილებელია, სოციალურ მედიასა და ონლაინ პლატფორმებზე ზედამხედველობის გაძლიერება, რადგან სწორედ აქ რადიკალიზდებიან მკვლელები. პატელის თქმით, ამ სისტემური პრობლემის მოგვარებაში კონგრესს სთხოვს დახმარებას.

„ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ხაზი გავუსვი ჩემი გასული კვირის ჩვენებისას კონგრესში, იყო ის, რომ, თუ გვსურს, დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდობა, მეტად უნდა ჩავერთოთ სოციალურ მედიასა და ონლაინ პლატფორმებზე ზედამხედველობაში, რადგან სწორედ აქ ხდება ამ ადამიანების, მკვლელების რადიკალიზაცია. სწორედ აქ ეძებს სამართალდამცავი სისტემა ზოგადად მათ. ამიტომ, ჩვენ პრობლემას სისტემურად უნდა მივუდგეთ და მოვაგვაროთ, რაშიც კონგრესის დახმარებას ვითხოვ“, – განაცხადა კეშ პატელმა.

მან ასევე ისაუბრა ცნობილი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობაზე და აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, თითოეული დამნაშავის გამოსავლენად კი ყველა რესურსს იყენებენ.

„რაც შეეხება ჩარლი კირკს, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, მას შემდეგ, რაც დამეკისრა ეროვნული მასშტაბით ძებნის ხელმძღვანელობა დამნაშავეთა მოსაძებნად, რომლებიც აღნიშნულ საქმეში იყვნენ ჩართული, ბუნებრივია, გამოვიყენეთ ყველა რესურსი, რაც ჩვენს ხელთ იყო, რათა თითოეული დამნაშავე გვეპოვა. გამოძიება კვლავ გრძელდება“, – განაცხადა პატელმა.

Post navigation

Previous: აღიარეთ, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიულად აირჩია ხალხმა და ლეგიტიმურია, ეძიეთ დიალოგი ყველა პარტიასთან, საქართველო ევროპის ნაწილია და ძალიან გვაკლია – მალტე კაუფმანი
Next: კახა კალაძის მიმართვა თბილისელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.