Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ალბათ, კიდევ უფრო კარგად მიხვდება ყველა, რისი მკადრებლები არიან! – ირაკლი კირცხალია რადიკალებზე

მარშალ პრესი 02/10/2025
irakli kircxalia

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ვახო სანაიას განცხადებას, სადაც საუბარია გდდ-ის თანამშრომლების ვინაობის გამოაშკარავებაზე, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

კირცხალიას შეფასებით, ეს არის ოპოზიციის მიერ სახელმწიფოს ჩამოშლის გეგმა, რომელზეც გარე ძალის აგენტის გარდა, ხელს არავინ მოაწერს. მისივე ინფორმაციით, გამოქვეყნებულ ე.წ. ახალ სიებში, ერთი პირი პოლიციის გარდაცვლილი თანამშრომელია, რაც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს, თუ რაზე არიან წამსვლელები რადიკალები.

“აი ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის მათი ანტისახელმწიფოებრივი გეგმა, რომელზეც გარე ძალის აგენტის გარდა ხელს არავინ მოაწერს!
დღევანდელ მათ “სიხარულს” თან უდიდესი ამორალურობაც ახლავს: გდდ-ს თანამშრომლების გამოქვეყნებულ ვითომ “ახალ სიებში” ერთი მათგანი აწ გარდაცვლილი, პოლიციის ღვაწლმოსილი თანამშრომელი ნუგზარ უსენაშვილია…

ალბათ კიდევ უფრო კარგად მიხვდება ყველა, რაზე წამსვლელები და რისი მკადრებლები არიან!” – წერს ირაკლი კირცხალია.

Post navigation

Previous: არავის უკვირს, რომ სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებულ უნივერსიტეტი გამოიყენება ერთ-ერთ პლატფორმად რადიკალიზმის გაღვივებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა გაშიფრა ეს ქსელი და ამ რადიკალურ გეგმებს არ უწერია განხორციელება
Next: აღიარეთ, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიულად აირჩია ხალხმა და ლეგიტიმურია, ეძიეთ დიალოგი ყველა პარტიასთან, საქართველო ევროპის ნაწილია და ძალიან გვაკლია – მალტე კაუფმანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.