Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

60%-ს ბევრად აღემატება ჩვენი პარტიული შედეგი ქვეყნის მასშტაბით, 65%-ზე მაღალია კახა კალაძის რეიტინგი, ჩვენი კვლევების თანახმად, 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს, ლოგიკურია „ლელოს“ გადაწყვეტილება კვლევების არგამოქვეყნები

მარშალ პრესი 02/10/2025
irakli kobakhidze

ჩვენ ვიცით რა არის რეალური სურათი. 60%-ს ბევრად აღემატება ჩვენი პარტიული შედეგი ქვეყნის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პარტია „ლელოს“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევას ეხებოდა.

პრემიერის თქმით, ასეთ დროს შეუძლებელია მათთვის კვლევების გამოქვეყნება, რადგან წინასწარ უნდა აღიარონ საკუთარი მარცხი.

„თბილისში დაახლოებით 55%-ია ჩვენი პარტიული შედეგი და შეიძლება 60%-მდეც მივიღოთ უშუალოდ თბილისში პარტიული ხაზით. რაც შეეხება კახა კალაძის რეიტინგს, 65%-ზე მაღალია მისი რეიტინგი. ასეთ პირობებში მათ ძალიან გაუჭირდებათ კვლევების გამოქვეყნება. ასევე, ჩვენი კვლევების თანახმად, 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს. ასეთ დროს შეუძლებელია მათთვის კვლევების გამოქვეყნება, მაშინ წინასწარ უნდა აღიარონ საკუთარი მარცხი. შესაბამისად, ლოგიკურია მათი გადაწყვეტილება კვლევების არგამოქვეყნების თაობაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ჩემთვის დიდი პატივია ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტში მონაწილეობა, ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობა აუცილებელია ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში კავშირების გასაძლიერებლად, ამ ძირითად საკითხებზე ევროპელ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა
Next: არავის უკვირს, რომ სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებულ უნივერსიტეტი გამოიყენება ერთ-ერთ პლატფორმად რადიკალიზმის გაღვივებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა გაშიფრა ეს ქსელი და ამ რადიკალურ გეგმებს არ უწერია განხორციელება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.