Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ EPC-ის სამიტის ფარგლებში მიიღო მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში თემაზე – ეკონომიკური უსაფრთხოება – ევროპული დამოკიდებულებების შემცირება

მარშალ პრესი 02/10/2025
90

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-7 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე – „ეკონომიკური უსაფრთხოება – ევროპული დამოკიდებულებების შემცირება”.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფანში ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, მინერალური რესურსების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს კრიტიკული მნიშვნელობის მინერალების სტაბილური და დივერსიფიცირებული მიწოდების ჯაჭვების არსებობას არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ გლობალურად.

„საქართველოს მიზანია შუა დერეფნის შემდგომი განვითარება მისი ეფექტურობის გაუმჯობესებით, რითაც გაძლიერდება დერეფნის, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტის როლი. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს, შუა დერეფანში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანზიტო კარიბჭის ფუნქცია შევასრულოთ. პორტების, რკინიგზისა და ავტომაგისტრალების სისტემების მეშვეობით, ჩვენი ქვეყანა ხელს უწყობს ტვირთების სწრაფ გადაადგილებას და ზრდის დერეფნის კონკურენტუნარიანობას, რაც აძლიერებს საქართველოს როლს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რაც ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურება.

მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომელსაც ისლანდიისა და ირლანდიის პრემიერ-მინისტრები თანათავმჯდომარეობდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, მონაკოს სუვერენული პრინცი ალბერ II, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მონტენეგროს პრეზიდენტი იაკოვ მილატოვიჩი, შვეიცარიის პრეზიდენტი კარინ კელერ-სუტერი, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი რობერტ გოლობი, კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ქრისტოდოლიდესი, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი და სხვა ლიდერები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

Post navigation

Previous: ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ამომრჩევლებთან შეხვედრებს
Next: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა საფრანგეთის მიერ ინიცირებულ დეკლარაციას ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.