Skip to content
05/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამგორის რაიონში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

მარშალ პრესი 02/10/2025
553705590_651171104460619_4861191151532024534_n

წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა სამგორის რაიონში, მესამე მასივში არსებულ სტადიონზე, რომელშიც სამგორის რაიონის ოთხივე მაჟორიტარობის კანდიდატი მონაწილეობდა. კანდიდატების მხარდასაჭერად ხალხმრავალ შეხვედრაზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ.

როგორც შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული უამრავი შეხვედრის და ამ შეხვედრებზე მოსული ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, იგი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ზაქარია წიკლაურმა „ქართული ოცნების“ 13 წლის წინანდელი გამარჯვებაც გაიხსენა, მმართველ გუნდს და მის ყველა გულშემატკივარს ეს თარიღი მიულოცა და მომავალ არჩევნებში ყველა კანდიდატს წარმატებები უსურვა.

Post navigation

Previous: ჩვენი ინფორმაციით, აპირებენ ისეთი პროვოკაციის დაგეგმვას, რაც გამოიწვევს მძიმე ემოციებს ადამიანებში – არავის ვურჩევ ამის არათუ გაკეთებას, გაფიქრებასაც კი, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ – მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის აქციაზე
Next: ალან ბერსე – როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ღია ვარ ყველასთან კონტაქტისთვის, ცხადია, გვექნება კომუნიკაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.