Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ დღეს ერთ-ერთი ხანდაზმული ამომრჩეველი, ელენე აბაშიძე მოინახულა

მარშალ პრესი 01/10/2025
0660

ცესკოს თავმჯდომარემ დღეს ერთ-ერთი ხანდაზმული ამომრჩეველი ელენე აბაშიძე მოინახულა. გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს პრეს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ხანდაზმულ ამომრჩეველს მიაწოდეს ინფორმაცია საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, გადასატანი ყუთით სარგებლობის, ბიულეტენის შევსების წესის და 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის ტრადიციად იქცა, რომ საერთო არჩევნების წინ უწყების წარმომადგენლები სტუმრობენ უხუცეს ამომრჩეველს, რაც ხაზს უსვამს თითოეული ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობას.

„ბუნებრივია, ფიზიკურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა უხუცესთან ფიზიკურად მისვლა შეუძლებელია, თუმცა ეს არის გზავნილი ყველა მათგანისთვის, რომ მათი არჩევნებში მონაწილეობა ისეთივე ღირებულია, როგორც სხვა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისა თუ თაობის წარმომადგენლის“ – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
შეხვედრას ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თინათინ კალმახელიძე და კომისიის წევრი ირმა ფიდაშვილი ესწრებოდნენ.

Continue Reading

Previous: ნურავინ იფიქრებს, რომ რაიმე სახის ესკალაციას შეეცადოს რუსთაველის გამზირზე, ან რომელიმე საარჩევნო უბანთან, იმიტომ, რომ კანონს ვინც დაარღვევს, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს
Next: ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ის გლობალური პოლიტიკური რეჟიმი არ დამარცხდება, ვინც საქართველოში ეს მახრჩობელა სურო დაგვითესა. თაობები იცვლება, უცვლელი კი უნდა დარჩეს “ქართული სახელმწიფოს” იდეა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025