Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

განათლების სამინისტრო ინიციატივით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

მარშალ პრესი 01/10/2025
555736312_1184882167027700_2356712260885254897_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოცეს და ღვაწლმოსილ პედაგოგებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

ღონისძიებაზე სხვადასხვა საჯარო სკოლის 37 პედაგოგი დაჯილდოვდა, რომელთაც სასკოლო თუ არაფორმარული განათლების ღონისძიებებში აქვთ დიდი გამოცდილება.

დაჯილდოების ცერემონიას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირეაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა დიდმანიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
Next: ცესკოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში გაიმართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025