Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე და ეს არის ობიექტური შეფასება, თუმცა ამ ფონზე არის არაობიექტური განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული

მარშალ პრესი 01/10/2025
irakli kobakhidze

სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, საქართველო ყველგან არის მოწინავე. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს, რა კრიტერიუმითაც შეიძლება შეფასდეს ჩვენი ქვეყანა და მათ შორის, ეს ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფონზე არის არაობიექტური განცხადებები საქართველოს მიმართ, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული.

„სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, საქართველო ყველგან არის მოწინავე. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს, რა კრიტერიუმითაც შეიძლება შეფასდეს ჩვენი ქვეყანა და მათ შორის, ეს ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიას, უსაფრთხოებას, ეკონომიკას. ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე და ეს არის ობიექტური შეფასება. თუმცა ამ ფონზე არის არაობიექტური განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკური სარჩული“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ყველამ უნდა დაინახოს, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება კორუფციული დანაშაული, არაერთი კორუფციული ფაქტი გამოვლინდა, რაზეც დაიწყო გამოძიება, მიღებული იქნა შესაბამისი ზომები და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა
Next: „ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ქიზიყის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025