Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„პარაგრაფ თაბორი“ არის უმაღლესი კლასის ახალი სასტუმრო, მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამ გამორჩეული წამოწყებისთვის, ეს არის ახალი ბიძგი დედაქალაქისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის

მარშალ პრესი 30/09/2025
irakli kobakhidze

პარაგრაფ თაბორი“ არის უმაღლესი კლასის ახალი სასტუმრო, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატა,   ეს არის ახალი ბიძგი დედაქალაქისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა პროექტის ინიციატორს ბიძინა ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში შეიტანა წვლილი, მადლობა გადაუხადა.

„ხედავთ, რამდენად ღირებული პროექტი განხორციელდა დედაქალაქში, ეს არის უმაღლესი კლასის ახალი სასტუმრო, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატა. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო ამ გამორჩეული წამოწყებისთვის და ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხდო, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში შეიტანა წვლილი. ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ეს პროექტი. ეს არის ახალი ბიძგი დედაქალაქისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ასევე სოციალური ეფექტიც ძალიან სერიოზულია. 450 ადამიანი იქნება დასაქმებული ამ სასტუმროში. ყველა კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენი დედაქალაქისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
Next: ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობა თავისი შინაარსით გამორჩეულია ჩვენი ქვეყნისთვის, “პარაგრაფ თაბორი” ორიენტირებულია იმაზე, რომ ახალი ბიძგი მისცეს შესაბამისი ქალაქის, რეგიონის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.