Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ელენე ხოშტარიაზე: მის მიერ გადადგმული ნაბიჯები ჩემთვის არის რუსული პროექტი

მარშალ პრესი 24/06/2022
ანრი ოხანაშვილი

ელენე ხოშტარიას მიერ გადადგმული ნაბიჯები ჩემთვის არის რუსული პროექტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„სწორედ ის ადამიანები არიან ყველაზე მეტად აჟიტირებულები პროდასავლურობით, ვინც ღიად აფიქსირებენ პროდასავლურობას და საქმით აკეთებენ რუსულ საქმეს. მე ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი უწყება, ვისი კომპეტენციაც ეს არის უნდა დაინტერესდნენ, გამოიკვლიონ და მისცენ შესაბამისი მსვლელობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

16 ივნისს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.

მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.

Post navigation

Previous: ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის ელჩები ხუთ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში
Next: მამუკა მდინარაძე: უამრავი ფეიკი გავრცელდა მატერიალურ ბენეფიტებთან დაკავშირებით. არაფერ შუაში არ არის კანდიდატის სტატუსი ფინანსებთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.