Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბლეიზ მეტრეველი, სწორედ ხვალ, 1 ოქტომბერს, ოფიციალურად დაიკავებს MI6-ის ხელმძღვანელის ახალ თანამდებობას

მარშალ პრესი 30/09/2025
david kartvelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი MI6-ის ახალ ხელმძღვანელად ბლეიზ მეტრეველის ოფიციალურად დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება და მასზე საუბრისას ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიიდან რამდენიმე თარიღსა და მოვლენაზე აკეთებს აქცენტს. ასევე აქვეყნებს MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელის ჯონ სოუერსის გამონათქვამებს, რომლითაც ის ბლეიზ მეტრეველს ახასიათებს.

„რამდენიმე დღის წინ ბაქოში დაზვერვის სამსახურების ფორუმში მონაწილეობის მიუხედავად, ბლეიზ მეტრეველი, სწორედ ხვალ, 1 ოქტომბერს, ოფიციალურად დაიკავებს MI6-ის ხელმძღვანელის ახალ თანამდებობას. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოკლედ გავიხსენოთ მისი ბიოგრაფია. ბლეიზ მეტრეველი დაიბადა 1978 წელს ინგლისში, ხოლო გაიზარდა ჰონგ-კონგში, სადაც მამამისი, კონსტანტინე მეტრეველი (გამორჩეული რადიოლოგი) ჰონგ-კონგის ჩინეთის უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური რადიოლოგიის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი იყო.

X-ში გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, ის ბრიტანეთის ჯარში მსახურობდა, იმ ნაწილში, რომელიც 1982 წლიდან 1985 წლამდე ერ-რიადში იყო განლაგებული. ჰონგ-კონგის მულტიკულტურულ გარემოში მისმა აღზრდამ, კემბრიჯის უნივერსიტეტში მიღებულ განათლებასთან ერთად, ჩამოაყალიბა ბლეიზ მეტრეველის გლობალური ხედვა, რაც შეესაბამება MI6-ის ძირითად მისიას – საერთაშორისო საფრთხეებთან ბრძოლას.

საინტერესოა MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელის ჯონ სოუერსის მისი დახასიათება: „ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილი საგარეო საქმეთა სამინისტროში გავატარე. ბლეიზს არ ვიცნობდი, MI6-ის (2009 წლის ნოემბერში) უფროსის პოსტზე დანიშვნამდე, მაგრამ მას ახლო აღმოსავლეთში ჩემი პირველი მოგზაურობის დროს შევხვდი, სადაც ის MI6-ის რეზიდენტურის ხელმძღვანელი იყო და ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებდა. მან თავიდანვე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე…ის საკმაოდ შთამაგონებელი ადამიანია; ძალიან მკაფიო და მიზანდასახული, მაგრამ ასევე აქვს კარგი იუმორის გრძნობა და ადამიანების მართვის ნიჭი,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით,  ყრუ და სმენადაქვეითებულ  ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
Next: ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში, შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025