Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე არჩევნებისთვის მზადების პროცესს მარნეულში გაეცნო

მარშალ პრესი 30/09/2025
10

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისს პირადად გაეცნო.

მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს პრეს-სპიკერთან, ნათია იოსელიანთან ერთად მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს.

სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდგომ გიორგი კალანდარიშვილმა, ნათია იოსელიანთან და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულში არსებული დროებითი სასაწყობე სივრცე დაათვალიერა.

აღნიშნულ სივრცეში განთავსებულია 4 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირებისთვის საჭირო საარჩევნო დოკუმენტაცია და ელექტრონული ტექნოლოგიები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე კანონით დადგენილ ვადებში გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს.

 

Continue Reading

Previous: გია ნოდიასნაირი იდეოლოგების მიერ გაზრდილ ახალგაზრდებს ვუცქერთ თბილისის ქუჩებში, რომლებსაც “შეურაცხოფა” ნამდვილად ჰგონიათ თავისუფლების სიმბოლო. რაც ასწავლეს, იმას აკეთებენ
Next: პატიმარ გიორგი ჩიკვაიძის განცხადების საპასუხოდ, პენიტენციური სამსახური ვიდეომასალას ავრცელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025