Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით 80 000 ადამიანი განიკურნა

მარშალ პრესი 24/06/2022
ელიმინაციის პროგრამ

შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, პროგრამა, რომელიც 2015 წელს დაიწყო, განიკურნა დაახლოებით 80 ათასი C ჰეპატიტით ავადმყოფი, ხოლო ქვეყანაში C ჰეპატიტის პრევალენტობა (გავრცელება) საქართველოს NCDC-ის და აშშ CDC-ის ერთობლივი კვლევების თანახმად შემცირდა 5.4%-დან 1.8%-მდე.

მათივე ცნობით, პროგრამის დასრულება და შესაბამისად, ქვეყანაში C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია დაგეგმილია 2025 წლისთვის.

„ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც 22-26 ივნისს ქალაქ ლონდონში იმართება, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/კ ცენტრიდან მიღებულია სამი პოსტერ-მოხსენება, რომლებიც ეხება საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საკვანძო საკითხებს, როგორიცაა: პროგრამის მკურნალობის კომპონენტის ხუთი წლის შედეგების შეჯამება; C ჰეპატიტის მკურნალობის იმპლემენტაცია პირველადი ჯანდაცვის რგოლში და სხვ. პოსტერ-მოხსენებები წარდგენილი იყო 23 და 24 ივნისს შერჩეული მოხსენებებისათვის მოწყობილ პოსტერ-ტურზე ცენტრის წამყვანი თანამშრომლის, პროფესორი აკაკი აბუთიძის მიერ. მოხსენებებმა კონგრესის მონაწილეებისა და წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველო უპირობო ლიდერია მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე.

სიმბოლურია, რომ ეს კონგრესი ტარდება იმავე ქალაქში და იმავე კონგრეს-ცენტრში, სადაც 8 წლის წინ 2014 წლის აპრილში ჩვენ პირველად მოვახსენეთ საქართველოს ინიციატივის შესახებ C ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით და სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო გამხდარიყო C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში მსოფლიოში პირველი, სამოდელო ქვეყანა.

პროგრამა, რომელიც 2015 წელს დაიწყო დიდი წარმატებით სრულდება. პროგრამის ფარგლებში უკვე განიკურნა დაახლოებით ოთხმოცი ათასი C ჰეპატიტით ავადმყოფი, ხოლო ქვეყანაში C ჰეპატიტის პრევალენტობა (გავრცელება) საქართველოს NCDC-ის და აშშ CDC-ის ერთობლივი კვლევების თანახმად შემცირდა 5.4%-დან 1.8%-მდე, რაც ძალიან კარგი შედეგია. პროგრამის დასრულება და შესაბამისად ქვეყანაში C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია დაგეგმილია 2025 წლისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ბაგებში მოკლული ბიზნესმენი ლევან კაჭარავაა
Next: ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის ელჩები ხუთ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.