Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ქართული ოცნების” ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე დადიანის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

მარშალ პრესი 30/09/2025
06

მმართველი გუნდის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი, შალვა მაისურაძე, ცოტნე დადიანის ქუჩა N303-ში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგემები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა. „ადგილზე გავეცანი მოსახლეობის პრობლემებს. პირველ რიგში, აღინიშნა აქ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაციის საჭიროება. ამ კორპუსის მობინადრეებს ასევე სურთ საპარკე სკამებისა და საბავშვო-გასართობი ატრაქციონების მოწყობა.

ყველა საკითხი გადავეცით რაიონულ გამგეობას და სამომავლოდ, მოსახლეობასთან შეთანხმებით, მათი ჩართულობით, აღნიშნული მოთხოვნების უმეტესობა დაკმაყოფილდება“, – განაცხადა შალვა მაისურაძემ. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის 4 კანდიდატი იყრის კენჭს.

Post navigation

Previous: აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის 2025 წლის პროგნოზს 6%-დან 7%-მდე აუმჯობესებს
Next: გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს სხვისი შეურაცხყოფის უფლებას – გია ნოდია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.