Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შევკრიბეთ ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრებლების ჯარი, მათ შორის, აფხაზეთში ნაომარი ხალხიც არის, აგვისტოს ომში ნაომარი ხალხიც არის, ავღანეთშიც და უკრაინაშიც – აქტივისტი ნანა სანდერი

მარშალ პრესი 30/09/2025
nana sander

პირდაპირ ვიტყვი, კი, შევკრიბეთ ჯარი, ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრებების, მათ შორის, ჯარისკაცები არიან – აფხაზეთში ნაომარი ხალხიც არის, აგვისტოს ომში ნაომარი ხალხიც არის, ავღანეთში ნაომარი ხალხიც არის, უკრაინაშიც და ძალიან ბევრი ჯარისკაცი, მებრძოლი ადამიანიც არის. “საქართველოს პულსს” ჰყავს ასევე ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, ჩვენს გუნდში არ არიან, მაგრამ ამ ბრძოლაში ისინიც ჩვენთან ერთად ერთვებიან. პირველი ეს არის, რომ ჩვენ ჯარზე ვდებთ ჩვენს ფსონს, – ამის შესახებ ოპოზიციის აქტივისტმა, ნანა სანდერმა, განაცხადა.

https://cdn.rustavi2.ge/2025/09/30/nana%20sanderi.mp4

როგორც მან აღნიშნა, მეორე მხარეს მდგომ ქართველებს, “უმსხვერპლოდ გადარჩენის შანსი” უნდა მისცენ, რადგან ქვეყანას “დალეწილი სპეცრაზმელები და პოლიციელები არ სჭირდება. სანდერის თქმით, ქუჩის ბრძოლისთვის მზადებაში არიან და იმარაგებენ ყველაფერს, რაც ამ ბრძოლას სჭირდება.

“ქალები ბევრს ვაკეთებთ, შეიძლება გამბედაობით ვერც ერთი კაცი ვერ დამიდგეს გვერდით, მაგრამ, ფიზიკურმა ძალამ და ამისმა დემონსტრირებამ უნდა გადაარჩინოს რომ აქეთ, ჩვენს მხარეს, მარტო ქალები კი არ ვდგავართ, კაცები დგანან და წინა რიგებში დგანან კაცები – ზუსტად სტრატეგია, რაც უნდა იყოს სწორი. ყველაფერი აბსოლუტურად, ქუჩის ბრძოლაც, იქაც უნდა იყოს საბრძოლო სტრატეგიაც, გეგმაც და ა.შ. მოკლედ, ამ მზადებაში ვართ, იქ თავდაცვის საშუალებები, ყველაფერი, რაც სჭირდება ამ ბრძოლას.

მეორე მხარესაც ხომ ქართველები დგანან? იმათ მივცეთ შანსი გადარჩენის, უმსხვერპლოდ. უმსხვერპლოდ იგულისხმება, რომ ჩვენ არავის მოკვლას არ ვაპირებთ, მაგრამ ჩვენ რომ მსხვერპლი არ ვიქნებოდით, ეს გვქონდა გააზრებული. იქით მხარესაც რომ მსხვერპლი არ იყოს, ჩვენს ქვეყანას ეს არ სჭირდება – ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება არც დალეწილი სპეცრაზმელები, არც დალეწილი პოლიციელები.” – განაცხადა ნანა სანდერმა.

Continue Reading

Previous: იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
Next: აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის 2025 წლის პროგნოზს 6%-დან 7%-მდე აუმჯობესებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025