Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპია, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ ისინი კომფორტული სერვისების მიწოდებით – იუსტიციის სახლი გამორჩეული პროექტია სწორედ ამ თვალსაზრისით

მარშალ პრესი 29/09/2025
irakli kobakhidze

ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპი არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ ისინი მაქსიმალურად კომფორტული სერვისების მიწოდებით. იუსტიციის სახლი გამორჩეული პროექტია სწორედ ამ თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გლდანის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, გლდანელები 500-ზე მეტ სერვისს მიიღებენ უშუალოდ თავიანთ უბანში.

„მე მინდა მოგილოცოთ ყველას, განსაკუთრებით გლდანელებს, იუსტიციის სახლის გახსნა. ამიერიდან, 500-ზე მეტ სერვისს გლდანელები მიიღებენ უშუალოდ მათ უბანში და ეს იქნება უზრუნველყოფილი კომფორტულ გარემოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ უბნის მცხოვრებლებისათვის. ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპი არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ ისინი მაქსიმალურად კომფორტული სერვისების მიწოდებით. იუსტიციის სახლი გამორჩეული პროექტია სწორედ ამ თვალსაზრისით – მოქალაქეზე ორიენტირებული მომსახურებით.

გლდანის ეს ფილიალი იუსტიციის სახლების სისტემის ნაწილია, რომელიც დღეს ქვეყნის მასშტაბით, უკვე 125 მისამართზე, ყოველდღიურად 20 000-ზე მეტ ადამიანს ემსახურება. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ ეს პროექტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

„კონკრეტულად გლდანის იუსტიციის სახლში ასამდე ჩვენი თანამოქალაქე იქნება დასაქმებული. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პროექტები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და გლდანის იუსტიციის სახლიც არ არის გამონაკლისი ამ თვალსაზრისით.

ჩვენ ამით არ ვჩერდებით. გრძელდება იუსტიციის სახლების ქსელის შემდგომი გაფართოება, ვიდრე არ დაიფარება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი. ასევე თბილისში უნდა გაფართოვდეს ეს ქსელი. ძალიან მალე დაიწყება დიღომში იუსტიციის სახლის მშენებლობა. ამ მიმართულებით მთავრობა მომავალშიც არ დაიშურეს ძალისხმევას. მინდა მადლობა გადავუხადო და მივულოცო პირადად მინისტრს, ბატონ პაატა სალიას და მის გუნდს, სამინისტროს, იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ოპოზიციამ თავისი ტაქტიკით ძალიან გაგვიიოლა საქმე, იდეალური სურათი დალაგდა ჩვენთვის, ამიტომ ძალიან მარტივად ვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს
Next: იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025