IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მამისა და ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გამოვიდა. პროკურორის განმარტებით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები. დაცვის მხარე  გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საქმეზე წინა სასამართლო პროცესი პირველ სექტემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

სამართალდამცველებმა მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობ​აში ბრალდებული 9 ივლისს დააკავა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება