Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით უსინათლო ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მარშალ პრესი 28/09/2025
IMG-20250928-WA0000

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით უსინათლო ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო.

გიორგი სანტურიანმა დეტალურად ისაუბრა იმ სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია უსინათლო ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე სთავაზობს. შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თავადაც გაუზიარეს მოსაზრებები, რომელიც არჩევნებზე უსინათლო ამომრჩეველთა მონაწილეობის პროცესის ხელშეწყობას უკავშირდება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ცესკოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მდივანი ელენე ბობოხიძე. საინფორმაციო შეხვედრა სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს უსინათლოთა კავშირთან თანამშრომლობით 26 სექტემბერს თბილისში გაიმართა. უსინათლო ამომრჩეველთან საინფორმაციო შეხვედრა ასევე დაგეგმილია რუსთავში.

 

Continue Reading

Previous: 4 ოქტომბერს “სანაცეთის” ორივე ფლანგს ვასრულებთ, “სააკაშვილოვიჩებს” ქუჩაში და “ნეონაცებს” არჩევნების შედეგებით! 4 ოქტომბერს საქართველო გაიწმინდება ჭუჭყისგან, რომელსაც “ნაცი” ჰქვია!
Next: ქართველ და სხვა ქვეყნების აკაცუკებს კიდევ ერთი საერთო აქვთ – ხელისუფლების ცვლილების წარუმატებელი მცდელობები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025