IMG.GE ___________________________________ IMG.GE

“არ არსებობს არცერთი ჩვენება, არცერთი მტკიცებულება, არცერთი ვიდეოკადრი, არანაირი სახის მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილთან შემხებლობა, ფიზიკური სიახლოვე ჰქონდათ “ტოიოტა ქამრის” მგზავრებს,”- ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ. ხ.-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა.

“შესაბამისად ჩვენი მოლოდინი, რომ მათ მიმართ, ასევე დამძიმდება ბრალი განზრახ მკვლელობით, ეს მოლოდინი არ გვაქვს. თუმცა ის გარემოება, რომ რითი მიიღო გიორგი შაქარაშვილმა ის დაზიანებები, რომელიც მას აღენიშნება, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ და ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ, შეიძლება თუ არა ვინმეს მიმართ დამძიმდეს ბრალდება,”– განაცხადა გელხაურმა.

ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროვების შემდეგ, მირიან ნიკოლაძემ ოჯახის პოზიცია გააჟღერა, რომლის თანახმადაც, ოჯახის მოთხოვნაა, რომ ინციდენტის ღამეს “ტოიტოა ქამრის” მანქანაში მსხდომი ექვსივე პირი მკვლელობაში ბრალდებულად ცნონ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება