ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში დაადანაშაულა

156
წაკითხვა/ნახვა

ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში დაადანაშაულა – ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

„დღეს სიუნიქის ტბის სიახლოვეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოკვეთეს სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი, მათ სომხეთის ტერიტორიის შიგნით 3,5 კილომეტრზე შემოიწიეს და ფაქტობრივად ცდილობენ ალყაში მოაქციონ ტბა. ეს ქმედებები მიუღებელია და ეს გახლავთ სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან ფაშინიანმა აღნიშნა, რომ შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ საკითხი მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს.

„თუმცა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სიუნიქში შექმნილ ვითარებას გარკვეული ძალები შიდაპოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ, რა მისივე თქმით, მიუღებელია.

კომენტარები
მოწონება