
ზაფხული სამოგზაუროდ ყველაზე ცხელი სეზონია. უმეტესობა ჩვენგანი ამ პერიოდს ირჩევს განსატვირთად. რამდენიმე დღით შეგიძლია მთელი წლის სტრესი, ვალდებულებები და პრობლემები დაივიწყო, სიცხეს გაექცე, დაისვენო და გაერთო. თუმცა, სწორედ იმ მიზეზით, რომ ძირითადი ნაწილი სწორედ ივლისი-აგვისტოს თვეებში გადის ქალაქიდან და კურორტები დამსვენებლებით გადატვირთულია, ბევრი შვებულების აღებას სექტემბრის დასაწყისში, უფრო მშვიდ გარემოში ამჯობინებს. ამ სეზონს თავისი ხიბლი აქვს – ამინდი გრილი და სასიამოვნოა და თავს მყუდროდ გრძნობ. თუ შენც ამ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნები და ახლა გეგმავ სამოგზაუროდ წასვლას, გახსენებთ, რომ საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში აუცილებლად დაგჭირდება როუმინგ ინტერნეტი, ამიტომ სჯობს ამ საკითხზე დროულად იზრუნო.
როუმინგ ინტერნეტი
როუმინგ ინტერნეტის დახმარებით შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეინარჩუნო მუდმივი კავშირი საყვარელ ადამიანებთან. თუ მათი მოკითხვა ან მოგზაურობის შთაბეჭდილებების გაზიარება მოგინდება, მარტივად დაუკავშირდები. მობილური ინტერნეტი საგრძნობლად ამარტივებს უცხო ქვეყანაში ჩვენს ყოველდღიურობას. სადმე წასვლას თუ მოისურვებ, შეგიძლია, ონლაინ რუკა გამოიყენო, ადგილობრივებთან გასასაუბრებლად სწრაფად გადათარგმნი სათქმელს სასურველ ენაზე, არც მიმდინარე მოვლენებს ჩამორჩები და სოციალურ ქსელებშიც აქტიურად დარჩები.
დღესდღეობით როუმინგ ინტერნეტი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური SIM ბარათების, ასევე ელექტრონული eSIM-ის სახით. მობილური ოპერატორები არჩევანის მრავალფეროვნებას გთავაზობენ, ამიტომ მარტივად შეარჩევ შენზე მორგებულ ინტერნეტ პაკეტს.
როდის სჯობს ინტერნეტ პაკეტის შეძენა
რეკომენდებულია, ინტერნეტ პაკეტი ფრენამდე რამდენიმე დღით ადრე შეიძინო. ამგვარად დანიშნულების ჩასვლისთანავე შეძლებ ინტერნეტის გააქტიურებას და ყველას შეატყობინებ, რომ უსაფრთხოდ ხარ. რაიმე პრობლემას თუ წააწყდები, წინასწარ აღმოფხვრი და უცხოეთში ყოფნის პერიოდში ზედმეტი ნერვიულობა არ მოგიწევს. აჯობებს, მაქსიმალურად შეირგო დასვენება და უსიამოვნო სიურპრიზებით არ გაიფუჭო.
ქართული მობილური ოპერატორების შეთავაზებები
დღესდღეობით ბაზარზე არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო მობილური ოპერატორია, რომელიც აბონენტებს სამოგზაურო ინტერნეტს სთავაზობს. ქართულ მობილურ ოპერატორთან თანამშრომლობის შემთხვევაში, ინტერნეტ პაკეტი ეროვნულ ვალუტაში – ლარში, შეგიძლია შეიძინო, რაც ბევრად უფრო პრაქტიკული და შეღავათიანია. გარდა ამისა, ჰყავთ ქართულენოვანი საინფორმაციო ჯგუფი და უკეთ ერგებიან ქართველი მომხმარებლის საჭიროებებს.
შეჯამება
აგვისტო მიიწურა, თუმცა ბევრისთვის დასვენება სწორედ ახლა იწყება. დაგეგმე სექტემბრის გასვლითი ტური მარტო ან მეგობრებთან ერთად. წასვლამდე სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტის შეძენაც არ დაგავიწყდეს. შეინარჩუნე მუდმივი კავშირი და იმოგზაურე მშვიდად და უსაფრთხოდ. გისურვებთ ჰარმონიულ დასვენებას!