Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო არის პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ბევრად უსწრებს მრავალ ქვეყანას ევროპის მასშტაბით

მარშალ პრესი 27/09/2025
irakli kobakhidze

საქართველო არის პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ბევრად უსწრებს მრავალ ქვეყანას ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში არის კორუფციის დაბალი დონე, არის ეფექტიანი პოლიტიკა, არის გამართული სახელმწიფო სტრუქტურები, განსხვავებით მოლდოვისგან და სხვა არაერთი კანდიდატი ქვეყნისგან.

„საქართველო პირველზეა ზოგადად ევროპის კონტინენტზე და ფართო რეგიონში, რაც არის რა თქმა უნდა, ჩვენი სწორი პოლიტიკის დამსახურება, მშვიდობის დამსახურება და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება.

მოლდოვას რაც შეეხება, ჩვენ 11 მილიარდ დოლარზე მეტით გავზარდეთ სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი რაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის კორუფციის დაბალი დონე, არის ეფექტიანი პოლიტიკა, არის გამართული სახელმწიფო სტრუქტურები, განსხვავებით იგივე მოლდოვისგან და სხვა არაერთი კანდიდატი ქვეყნისგან. ეს არის რეალური სურათი. დანარჩენი ჩვენ არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია მოგვისმენია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის ეკონომიკასთან დაკავშირებით, თუმცა სიმართლე არის გამოხატულ კონკრეტულ ციფრებში და რიცხვებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: საფრანგეთის პარლამენტის რეზოლუცია მიანიშნებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ევროპულ ბიუროკრატიაში
Next: საკონსტიტუციო სასამართლოში ოქტომბერში შევა შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ქვეშ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.