Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში მოქმედებდა

მარშალ პრესი 24/06/2022
აშშ

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში მოქმედებდა.

საუბარია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს1973 წლის გადაწყვეტილებაზე (Roe v. Wade), რომლითაც აბორტის უფლება ფედერალური კონსტიტუციით იყო დაცული.

აღსანიშნავია, რომ აბორტის უფლება ამერიკულ საზოგადოებაში ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი განხილვებისა და დაპირისპირების საკითხია. აშშ-ის კონსერვატიული ჯგუფები, „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად, მიიჩნევენ, რომ აბორტის უფლება მნიშვნელოვნად უნდა იყოს შეზღუდული.

საქმეზე Roe v Wade აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ქალებს მიანიჭა აბორტის აბსოლუტური უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და შეზღუდული უფლება ორსულობის მეორე ტრიმესტრში.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შტატები თავად გადაწყვეტენ აბორტის საკითხს.

Post navigation

Previous: ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
Next: პიტერ სიიარტო: თქვენ არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს – ვეცდებით, ეს შეცდომა გამოსწორდეს, ბრიუსელში უნდა განვუმარტოთ, რომ საქართველოს ლიდერები შეიძლება რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.