Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა მაისურაძემ შეხვედრები დევნილთა დასახლებებში გამართა

მარშალ პრესი 27/09/2025
552391571_1309389157307574_4274000358612977115_n

პარტია „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა მაისურაძე, ცოტნე დადიანისა და საყვირის ქუჩებზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და მათ ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის შესახებ ესაუბრა.
შალვა მაისურაძემ საარჩევნო შეხვედრა ჯავის ქუჩაზეც გამართა.

„ცოტნე დადიანის ქუჩა N134ა კორპუსში მცხოვრებმა მოქალაქეებმა კერძო ინვესტორთან მოლაპარაკების პროცესში ჩამოჭრილი პრობლემური საკითხების შესახებ მომაწოდეს ინფორმაცია. საყვირის ქუჩა N2-ში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას კი მუნიციპალიტეტი ავარიული საცხოვრებელი შენობის დემონტაჟს და ახლის მშენებლობას სთავაზობს, რომლისთვისაც აუცილებელია მობინადრეების 100%-იანი თანხმობა. ამ ეტაპზე მოსახლეობაში სრული თანხმობა არ არის და სწორედ ეს საკითხი განვიხილეთ. ნაძალადევის რაიონში არსებულ ავარიულ შენობებში მცხოვრებ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ ისარგებლონ თბილისის მერიის ამ ძალიან კარგი პროგრამით. რა თქმა უნდა, სანდობიის პრობლემა არ დგას, რადგან მუნიციპალიტეტის მიერ იგეგმება ყველა დეტალი და ამ მხრივ მოსახლეობას სანერვიულო არ აქვს“, – აღნიშნა შალვა მაისურაძემ.

კანდიდატთან ერთად მოქალაქეებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ირაკლი ანდღულაძე შეხვდა.

Continue Reading

Previous: დესტრუქციული ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მცირე ჯგუფი ვერ მოახერხებს არეულობას, საზოგადოების დიდი ნაწილი წინააღმდეგია არეულობის, სახელმწიფო გადატრიალების, ომიანობის
Next: ტრამპის მოსვლამ გახეთქა ის ტიტანიკი, რომელშიც მყარად იჯდა ლიბერალური-ფაშიზმი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025