Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ვაშინგტონში სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ მემორანდუმს, გენპროკურორმა კი განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯის ამოქმედებას ქვეყნის მასშტაბით მოითხოვს

მარშალ პრესი 26/09/2025
donald trampi

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც ვაშინგტონში სიკვდილით დასჯის აღდგენას ისახავს მიზნად, ხოლო გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი სიკვდილით დასჯის ამოქმედებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მოითხოვს.

„სიკვდილით დასჯა ვაშინგტონში. თუ თქვენ მოკლავთ ვინმეს, ან თუ პოლიციელს მოკლავთ, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს, სიკვდილით დასჯა იქნება და იმედია, ისინი ამას არ გააკეთებენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

პემ ბონდიმ, რომელიც ოვალურ კაბინეტში ტრამპის გვერდით იდგა, განაცხადა: „ჩვენ ამას არა მხოლოდ ვაშინგტონში, არამედ მთელ ქვეყანაში ვითხოვთ“.

როგორც თეთრი სახლის მდივანმა, უილ შარფმა განაცხადა, მემორანდუმი კონკრეტულად ავალებს ბონდისა და კოლუმბიის ოლქის პროკურორს, ჯანინ პიროს, „აღასრულონ სიკვდილით დასჯა ვაშინგტონში, სადაც საქმის მტკიცებულებები და ფაქტები მიუთითებს, რომ სიკვდილით დასჯა უნდა იყოს გამოყენებული“.

Continue Reading

Previous: „ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ჭიჭინაძისა და ბურჯანაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა
Next: ევროფლიდები საქართველოს ე.წ. უკუსვლაზე პროპაგანდისას, ცრუ აღქმებით ხელმძღვანელობენ და არა თუნდაც EBRD-ს მონაცემებით, რომლითაც ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც მოწინავეა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025