Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გაეროში გამოხატავდა პასუხისმგებლობას, თანმიმდევრულობასა და სიძლიერეს, რითაც საქართველომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავი, როგორც პატარა, მაგრამ პრინციპულმა ქვეყანამ

მარშალ პრესი 25/09/2025
davit chikhelidze

გაეროში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აუდიტორიისთვის, რადგან ის რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხს შეეხო, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების გარშემო ერთიანდება. პრეზიდენტის სიტყვა გამოირჩეოდა სიღრმით, ღირებულებითი აქცენტებით და მკაფიო მესიჯებით, რაც საქართველოს პოზიციას რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში ნათლად წარმოაჩენს – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანი იყო ასევე ქვეყნის შიდა განვითარების ხაზზე გაკეთებული აქცენტი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრაგმატულმა და რაციონალურმა პოლიტიკამ ქვეყანას მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა შეუნარჩუნა.

„გაეროში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აუდიტორიისთვის, რადგან ის რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხს შეეხო, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების გარშემო ერთიანდება. პრეზიდენტის სიტყვა გამოირჩეოდა სიღრმით, ღირებულებითი აქცენტებით და მკაფიო მესიჯებით, რაც საქართველოს პოზიციას რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში ნათლად წარმოაჩენს.
პირველ რიგში, ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა დიალოგის აუცილებლობას, რომელიც ყველა მხარესთან ურთიერთობას გულისხმობს. ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ საქართველოსთვის პოლიტიკის ღერძს არა კონფრონტაცია, არამედ კონსტრუქციული კომუნიკაცია წარმოადგენს. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპაციის პირობებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ვინაიდან პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მრავალფეროვნება არ არის პრობლემა, არამედ „არსებობის აუცილებელი ფორმულაა“. ეს გზავნილი კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას საკუთარი მოქალაქეების წინაშე, რომელთა ნაწილი საოკუპაციო ხაზის მიღმაა დარჩენილი.
მნიშვნელოვანი იყო ასევე ქვეყნის შიდა განვითარების ხაზზე გაკეთებული აქცენტი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრაგმატულმა და რაციონალურმა პოლიტიკამ ქვეყანას მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა შეუნარჩუნა. ეს შეფასება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს არაერთგვაროვან საერთაშორისო გარემოში მაინც შეუძლია სტაბილურობის შენარჩუნება და თანმიმდევრული ეკონომიკური წინსვლა.
განსაკუთრებული სიმძაფრით გაისმა მისი სიტყვები ომის ფასსა და თავისუფლების მნიშვნელობაზე. პრეზიდენტი წარმოაჩენს ქართველ ხალხს, როგორც ერს, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ომის ტკივილი და რომელსაც მშვიდობის ფასი ღრმად ესმის. ამ გზავნილით ყაველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობასაც შეახსენებს, რომ საქართველოს არჩევანი არა ძალადობა, არამედ მშვიდობიანი განვითარებაა.
საერთო ჯამში, პრეზიდენტის გამოსვლა ღირებული იყო იმით, რომ მან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები გააერთიანა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო განზომილებაში. მისი სიტყვები გამოხატავდა პასუხისმგებლობას, თანმიმდევრულობასა და სიძლიერეს, რითაც საქართველომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავი, როგორც პატარა, მაგრამ პრინციპულმა ქვეყანამ, რომლისთვისაც მშვიდობა, თავისუფლება და განვითარების გზა შეუცვლელია.
გაეროს ტრიბუნიდან ნათქვამი ეს სიტყვები არა მხოლოდ დეკლარაცია, არამედ საქართველოს პოზიციის მკაფიო დემონსტრაციაა – პოზიციისა, რომელიც დასავლურ ღირებულებებს ეფუძნება და ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.“ – წერს ჩიხელიძე.

Continue Reading

Previous: საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ
Next: დღეს, 34 წლის მანძილზე, ქართველი პრეზიდენტისაგან პირველად გავიგონე ქართულ ენაზე ხმა გაეროში, ამ დროს “ნაცები” ტირიან, რატომ ქართულადო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025