Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქართული ენის გაჟღერება გაეროში კიდევ ერთხელ შეგვახსენებს: ენა არის ძალა, ხოლო ჩვენი ეროვნული იდენტობა – საქართველოს ყველაზე მყარი ფუნდამენტი

მარშალ პრესი 25/09/2025
zurab kadagidze

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, გაეროში წარმოთქმული სიტყვა ხაზს უსვამს ქვეყნის ისტორიულ მნიშვნელობასა და თანამედროვე პოლიტიკურ სიმწიფეს – წერს “ ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, პრეზიდენტის გზავნილი მკაფიოდაა დაფუძნებული მშვიდობის შენარჩუნებაზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ქვეყნის განვითარებაზე. “საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, გაეროში წარმოთქმული სიტყვა ხაზს უსვამს ქვეყნის ისტორიულ მნიშვნელობასა და თანამედროვე პოლიტიკურ სიმწიფეს.

პრეზიდენტმა მსოფლიო საზოგადოების წინაშე წარმოაჩინა საქართველო, როგორც სამი ათასწლოვანი ისტორიის, უნიკალური დამწერლობისა და 17-საუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციის მქონე ქვეყანა, რომლისთვისაც მშვიდობა და თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა. მისი გზავნილი მკაფიოდაა დაფუძნებული მშვიდობის შენარჩუნებაზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ქვეყნის განვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს გეოსტრატეგიულ როლზე — როგორც რეგიონულ ჰაბზე ვაჭრობისა და ენერგეტიკის მიმართულებით, ასევე „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობაზე. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და სპეციალური გზავნილით მიმართა აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა მშვიდობიანი დიალოგისა და ღირსეული თანაცხოვრებისთვის. ეს გამოსვლა არის საქართველოს გზავნილი მსოფლიო საზოგადოებასთან: ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი, პრაგმატული და ღირსებაზე დაფუძნებული პოლიტიკის მქონე ქვეყანა.

P.S. რაც შეეხება ქართულად წარმოთქმულ სიტყვას : – ეს არის მაგალითი იმისა, რომ პატარა ერი, რომელსაც აქვს ათასწლოვანი კულტურა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ტრადიცია, შეუძლია საკუთარი ენისა და ღირსების დაცვით მსოფლიოს წინაშე სიამაყით წარდგეს. ქართული ენის გაჟღერება გაეროში კიდევ ერთხელ შეგვახსენებს: ენა არის ძალა, ხოლო ჩვენი ეროვნული იდენტობა – საქართველოს ყველაზე მყარი ფუნდამენტი.” – წერს ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: დღეს, 34 წლის მანძილზე, ქართველი პრეზიდენტისაგან პირველად გავიგონე ქართულ ენაზე ხმა გაეროში, ამ დროს “ნაცები” ტირიან, რატომ ქართულადო
Next: დავით ქართველიშვილი გაეროში მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლაზე- ჩვენი ეროვნული ღირსების, ერთიანი სახელმწიფოს იდეის ერთგვარი პრეზენტაცია იყო, ამაყი ერის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტის რანგში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025