Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორ ესახება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კავკასიის რეგიონში მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოს დემონსტრაციული იგნორირებით, როდესაც საყოველთაოდ აღიარებულია ჩვენი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა

მარშალ პრესი 25/09/2025
zaal anjaparidze

24 სექტემბერს გაეროს სამიტის ფარგლებში გამართულ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ვახშამზე, მასპინძელმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა “ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას მშვიდობის შენარჩუნებისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის,” ასევე პრეზიდენტ ტრამპის მიღწევას სომხეთისა და აზერბაიჯანის მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე დაყენებისთვის.

კი მაგრამ, როგორ ესახება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კავკასიის რეგიონში მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოს დემონსტრაციული იგნორირებით, – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, საყოველთაოდ აღიარებულია საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა და ამ ფონზე, ჯერ ევროკავშირის, ახლა კი აშშ-ის მხრიდან ამ “გაბუტვის” პოლიტიკას, პრიმიტივიზმის ელფერი დაჰკრავს.

“24 სექტემბერს გაეროს სამიტის ფარგლებში გამართულ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ვახშამზე, მასპინძელმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა “ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას მშვიდობის შენარჩუნებისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის,” ასევე პრეზიდენტ ტრამპის მიღწევას სომხეთისა და აზერბაიჯანის მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე დაყენებისთვის. კი მაგრამ, როგორ ესახება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კავკასიის რეგიონში მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოს დემონსტრაციული იგნორირებით, როდესაც საყოველთაოდ აღიარებულია ჩვენი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა. სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოწვევა, ტრამპისადმი მისი ქვეშევრდომის მიერ გაკეთებული ჟესტი ხომ არ იყო? ჯერ ევროკავშირის ახლა კი აშშ-ის მხრიდან ამ “გაბუტვის” პოლიტიკას ცოტა პრიმიტივიზმის ელფერი დაჰკრავს.” – წერს ანჯაფარიძე.

Continue Reading

Previous: საქართველოში ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც შეეფერება ელჩს და არა როგორ პოლიტიკოსს
Next: ავაზაკური ქმედებები, რასაც სჩადიან ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ დასავლეთის ელჩები, განპირობებულია იმ დავალებებით, რომლებიც მათ მიღებული აქვთ უსაშინლესი ძალის – „დიფ სტეიტისგან“

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025