Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

მარშალ პრესი 24/09/2025
3e61e01a-4be6-493f-a41f-e6f3a1b1d825

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა.

პრემიერი სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე და ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ამ დროისთვის საეპისკოპოსო სასახლის სატრაპეზოს შიდა სივრცისა და ფეიქარ-ხანის სასახლის რეაბილიტაციას ახორციელებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში ტაძრის გუმბათზე აღიმართა დიდი თითბრის ჯვარი, შესრულდა წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათის გადახურვის სამუშაოები.

აღდგა საეპისკოპოსო სასახლისა და ტაძრის დასავლეთ მინაშენის სახურავი. ასევე სრულად განახლდა სიძველეთა საცავის სახურავი.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Continue Reading

Previous: ჩვენთვის მეღვინეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი – მეღვინეობა არის კულტურის და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი, შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენთვის ახალი ინიციატივები განსაკუთრებით სასიხარულოა – ეს არის ჩვენი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში და ამას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ
Next: კანდიდატ ქვეყნებს შორის ჩვენი ლიდერობა არის აბსოლუტურად ეჭვგარეშე, ამას ამტკიცებს ყველა ფაქტი და ყველა ობიექტური რეიტინგი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025