Skip to content
24/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკოორდინაციო შტაბში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

მარშალ პრესი 24/09/2025
554102884_1196589462502065_6891629952307351714_n
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მიაწოდა. აღინიშნა, რომ რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად ხორციელდება.
კახეთის რეგიონში ამ დროისთვის, გადამუშავებულია 110 ათასი ტონა ყურძენი, გასული დღე-ღამის განმავლიბაში კი მიმდინარე წლის რთველის სეზონზე რეკორდული რაოდენობის – 14 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.
ღვინის საწარმოებს ყურძენი 9000-მდე მევენახემ ჩააბარა. გადამუშავებული ყურძნიდან 50 ათას ტონამდე საფერავი, 52 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით  დიფერენცირებულ ფასად იბარებს. ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად, რთველის საკოორდინაციო შტაბში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Continue Reading

Previous: მეტრო ახმეტელისა და ვარკეთილის სადგურები დაგრძელდება
Next: მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ნაპოლეონი“ საქართველოში ჩამოისხმება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025