Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უცხო ქვეყნის აგენტურამ, ახალი აფერისტული მესიჯბოქსი შემოაგდო – დიმიტრი სამხარაძე

მარშალ პრესი 24/09/2025
dimitri samkharadze

საქართველოში შენარჩუნებულ მშვიდობას სხვა რომ ვერაფერი დაუპირისპირეს, გლობალური ომის პარტიის, უცხო ქვეყნის აგენტურამ, ახალი აფერისტული მესიჯბოქსი შემოაგდო! “ევროპის ქვეყნებში ომი დიდი ხანია არ ყოფილაო”, ანუ თუ ევროკავშირის წევრი გავხდებითო, ომი ჩვენთან არ იქნებაო! დაცინვა და ხალხის მოტყუება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე წერს სოციალურ ქსელში.

დიმიტრი სამხარაძეს მაგალითად მოჰყავს უკრაინის შემთხვევა, რომელსაც ომის მოგების შემდეგ ჰპირდებიან ევროკავშირში შესვლას, შესაბამისად ის აცხადებს, რომ აღნიშნულ დაპირებებითა და მოწოდებებით ქართველი ხალხი არ უნდა მოტყუვდეს. „ საქართველოში შენარჩუნებულ მშვიდობას სხვა რომ ვერაფერი დაუპირისპირეს, გლობალური ომის პარტიის, უცხო ქვეყნის აგენტურამ, ახალი აფერისტული მესიჯბოქსი შემოაგდო! “ევროპის ქვეყნებში ომი დიდი ხანია არ ყოფილაო”, ანუ თუ ევროკავშირის წევრი გავხდებითო, ომი ჩვენთან არ იქნებაო! დაცინვა და ხალხის მოტყუება!

რომელ ევროპულ ქვეყნებს გულისხმობენ? იმათ ხომ არა, რომლებიც სხვა სახელმწიფოებს აიძულებენ ომში ჩათრევას, თავიანთი ქვეყნები ომს რომ აარიდონ? იმ ევროპას ხომ არა, რომელიც ჩვენ გვაიძულებს ჰომოსექსუალების გაბატონებას, ომში ჩართვას და მერე, როდესაც საქართველო ომს მოიგებს და ოკუპანტ, 140 მილიონიან, ბირთვულ სახელმწიფოს დაამარცხებს, სანაცვლოდ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნას რომ გვპირდებიან, იმათ ხომ? აგერ არის მაგალითი უკრაინა და შორს რატომ წავიდეთ? უკრაინამ, რუსეთს ომი უნდა მოუგოს და მერე გახდება ევროპის ნაწილიო, ამას ღიად ამბობენ, გეგმაც ოფიციალურად გაახმოვანეს და აქაურ მანქურთებს რა გგონიათ, ხალხს მოატყუებენ, დაუმალავთ თუ? ამიტომ მეგობრებო, ასეთ სისულელეს თუ ვინმე გეტყვით, უპასუხეთ! ჯერ ევროკავშირში მიგვიღონ ჩვენი კულტურით, არ დაგვავალონ ბავშვებში ჰომოსექსუალების პროპაგანდის, გარყვნილობის წინააღმდეგ მიღებული კანონების გაუქმება, ქართული ეკლესიის მტრობა შეწყვიტონ და მერე დავიჯერებთ, რომ ჩვენი მშვიდობა გაეხარდებათ“,- წერს დიმიტრი სამხარაძე.

Continue Reading

Previous: არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს ევროკომისიის თუნდაც ეს ანგარიში, სხვა მსგავს კვლევებთან ერთად, იმაზე თუ რატომ ერჩის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ მთავრობას მთელი ევროკავშირი და მისიის ევრობიუროკრატია
Next: ფრიდომ ჰაუსის“ 2025 წლის ანგარიში საქართველოსთვის ერთგვარი სარკეა – დავით ჩიხელიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025