Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვულოცავ ქართველ ხალხს გადაწყვეტილებას, რაც გუშინ ევროპული პერსპექტივის მინიჭების სახით გაჟღერდა

მარშალ პრესი 24/06/2022
კახა კალაძე

ვულოცავ ქართველ ხალხს იმ გადაწყვეტილებას, რაც გუშინ ევროპული პერსპექტივის მინიჭების სახით გაჟღერდა, – თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს.

„კარგი იქნებოდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, მაგრამ არაუშავს. არსებობს კონკრეტული მიმართულებები, რასაც განხორციელება სჭირდება და ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ აღნიშნული სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს. ხელისუფლებამ უკვე მიაღწია იმას, რომ დღეს საქართველო ასოცირებული წევრი ქვეყანაა, ევროპის ქვეყნებში უვიზოდ გადავადგილდებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს – ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებასთან ერთად გააკეთა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: გამოდიან, საუბრობენ, თან ვინ, ძალა, რომელსაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე არაფერი არ გაუკეთებია – პრემიერი ნაც.მოძრაობაზე
Next: ირაკლი კობახიძის განცხადება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.